ავტოპარკის მართვის სრული ეკოსისტემა. ერთი პლატფორმა, ყველა გადაწყვეტილება!

Fleet AI არის სივრცე თქვენი ავტოპარკის მართვის ავტომატიზაციისთვის.
ჩვენ გთავაზობთ ყველა საჭირო ხელსაწყოს ერთ ადგილას: ავტომობილები, მძღოლები, ტექნიკური მომსახურება, არაბუღალტრული ფინანსური აღრიცხვა, GPS მონიტორინგი და სხვა.
Fleet AI აერთიანებს მრავალ ხელსაწყოს, რომელთა გამოსაყენებლადაც გჭირდებათ განცალკევებული სხვადასხვა სისტემების დანერგვა ჩვენს შემთხვევაში ყველა ეს ხელსაწყო ერთ პლატფორმაზეა.

დაიწყეთ უფასოდ დაიწყეთ 7-დღიანი უფასო დაიწყეთ 7-დღიანი უფასო საცდელი ვერსია
ტელეგრამ ბოტი
სერვისები
საპატრულო ჯარიმები
ტექდათვალიერება
გარბენის კონტროლი
ჩათბოტ ასისტენტი
ჩანიშვნა და შეხსენებები
სისტემური რეპორტები
კონტრაქტები
დანიშნული მძღოლი
გაქირავება
საბოლოო შესყიდვა
Fleet AI ლოგო - ავტოპარკის მართვის პლატფორმა

დაფა - თქვენი ავტომობილის მართვის ცენტრი

მარტივი გადაწყვეტა ავტომობილებისა და მძღოლების მართვისთვის.

დაფა არის ერთიანი სივრცე, სადაც შეგიძლიათ სრულად აკონტროლოთ ავტოპარკის ყველა ასპექტი: მძღოლების დანიშვნები, კონტრაქტები, ფინანსები, ჯარიმები და ტექნიკური ვადები.

კონტრაქტების მართვა

გაამარტივეთ მძღოლების ადმინისტრირება:

  • მძღოლების დანიშვნა ავტომობილებზე
  • მუშაობის პირობები: 24/7 ქირაობა, % დარიცხვა ცვლების მიხედვით
  • საბოლოო შესყიდვის ვარიანტი ან შეთანხმებითი პირობები
ფინანსური მონიტორინგი

არ საჭიროებს ბუღალტრულ ცოდნას, ყველაფერი ვიზუალურად და გასაგებად:

შემოსავალი
  • კონტრაქტებზე დაფუძნებული შემოსულობები
ხარჯები
  • მოვლა
  • დაზღვევა
  • პატრულის ჯარიმები
  • დაზიანებების ან შეკეთების ხარჯები
დეპოზიტების კონტროლი
  • ფიქსირებული
  • დღიური
  • პერიოდული (დროის ინტერვალით)
საპატრულო ჯარიმები ავტომატურად

ავტომატიზებული თვალთვალი და დამაკავშირებელი ინფორმაცია:

  • თარიღი, ჯარიმის თანხა, სტატუსი
  • იდენტიფიცირდება რომელი მძღოლი მართავდა ჯარიმის მიღების მომენტში
რატომ დაფა?
  • ჩაგინაცვლებთ ძვირად ღირებულ პლატფორმებს
  • მორგებულია ქართული ავტოპარკის რეალურ საჭიროებებზე
  • მარტივი ინტერფეისი და ჭკვიანი ფუნქციონალი

სალარო - ავტოპარკის ფინანსების მარტივი მართვა

არაბუღალტრული ფინანსური ოპერაციების სრული კონტროლი

„სალარო“ არის ერთიანი სივრცე, სადაც შეგიძლიათ მართოთ თქვენი ავტოპარკის ყველა ძირითადი ფინანსური ოპერაცია, ბუღალტრის გარეშე.

რას აკეთებს სალარო?
  • შემოსავლების და ხარჯების ავტომატური გატარება ზეთის გამოცვლა, საბურავები, დაზღვევა, ტექნიკური სერვისი და სხვა ყველა ტრანზაქცია ერთ სივრცეში
  • ხელით გატარების შესაძლებლობა მიუთითეთ ნებისმიერი ხარჯი ან შემოსავალი დეტალურად
  • ფინანსური ანალიზი ავტომატური ანგარიშგებები და გრაფიკები მოგებაზე, დანახარჯებზე, დეპოზიტებზე
  • ტრანზაქციების ისტორია ნახეთ წარსული ოპერაციები, დააკვირდით ტენდენციებს
  • თანხის გატანის კონტროლი ფიქსირებული და ყოველდღიური გატანის დარეგულირება
  • თანამშრომელთა ხელფასები მონიტორინგი და აღრიცხვა, ხელფასის გადახდის სტატუსით
რატომ სალარო?
  • ჩაგინაცვლებთ Excel ფაილებს და ქაღალდზე ფინანსურ აღრიცხვას
  • ბუღალტერი მარტივად შეძლებს მონაცემების აგრეგაციას
  • გააუმჯობესებთ ხარჯთაღრიცხვას და მოგების კონტროლს
  • ყველაფერი დაცულად ინახება ერთ პლატფორმაზე

გარბენი – სერვისების კონტროლი გარბენზე დაყრდნობით

თვალი ადევნეთ გარბენს და წინასწარ დაგეგმეთ ტექნიკური მომსახურება

„გარბენი“ გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ თქვენი ავტოპარკის ყოველდღიური გადაადგილება GPS-ის მეშვეობით და მართოთ ყველა ის სერვისი, რომელიც გარბენზეა დამოკიდებული — ზეთის შეცვლა, ფილტრები, ხუნდები და სხვა.

მთავარი ფუნქციები ყოველდღიური მონიტორინგი:
  • GPS ჩანაწერები ავტომობილის მიხედვით
  • სრული გარბენის ავტომატური განახლება
  • გარბენის ისტორია — მაგ. 339 კმ, 56 კმ და ა.შ.
ცვეთის და სერვისების კონტროლი:
  • დააყენე ლიმიტები: ძრავის ზეთი, გაზის ფილტრი, ხუნდები
  • დააკვირდი დარჩენილ გარბენს მომსახურებამდე – მაგ. 2525 კმ
  • ავტომატური პროგნოზები სერვისის თარიღზე
შეხსენებები:
  • შეტყობინებები ლიმიტის მიახლოებისას
  • სერვისის გეგმა ნაწილების შეცვლის თარიღით
რატომ უნდა გამოიყენო „გარბენი“?
  • აღარ არის საჭირო სხვადასხვა GPS პლატფორმებიდან მონაცემების ხელით გამოტანა
  • დაზოგავთ დროს სერვისის დაგეგმვაში
  • თავიდან აიცილებთ გადაცდენებს და მოულოდნელ დაზიანებებს
  • სრულად ავტომატიზებული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ყოველდღიურად

საწყობი — ავტოპარკის მარაგების ჭკვიანი მართვა

ნაწილების, ხელსაწყოების და მასალების სრული კონტროლი ერთ სივრცეში

„საწყობი“ გაძლევთ საშუალებას მარტივად მართოთ თქვენი ავტოპარკისთვის საჭირო ყველა სახის მარაგი — ზუსტად იცოდეთ რა გაქვთ, რა იწურება და რისთვის იხარჯება.

რას გააკონტროლებ?
  • ნაწილები (მაგ. ზეთის ფილტრები, ხუნდები, საბურავები)
  • ხელსაწყოები და სამუშაო ინსტრუმენტები
  • ტექნიკური და საწმენდი მასალები
როგორ მუშაობს?
  • ჩაწერე ახალი მარაგი საწყობში
  • გადაადგილე პროდუქტები შეკეთებისთვის მიზნობრიობით
  • აკონტროლე შემოსვლა, გაცემის ისტორია და დანიშნულება
  • დააგენერირე ხარჯების ანგარიშები საწყობის გამოყენებაზე დაყრდნობით
დამატებითი ფუნქციები
  • შეხსენებები: ავტომატური გაფრთხილება, როცა მარაგი იწურება
  • ხარჯების აღრიცხვა: პროდუქტის გამოყენება ავტომატურად აისახება ფინანსებში
  • ისტორიის დათვალიერება წვდომა სრულ ჩანაწერებზე – რა, როდის და სად გაიცა
რატომ გამოიყენო „საწყობი“?
  • დაგეხმარება მარაგების ზუსტ აღრიცხვაში — გამორიცხე დაკარგვა და გადაჭარბებული შენახვა
  • აღარ დაგჭირდება Excel ფაილები ან ძვირადღირებული სისტემები
  • ყველა ოპერაცია ერთ სივრცეში — გამარტივებული და მორგებული ავტოპარკზე
  • მიღებული მონაცემები გამოიყენება ფინანსურ ანალიზსა და მომსახურების დაგეგმვაში

ინსპექტირება — ტექნიკური მდგომარეობის ციფრული მართვა

პროფესიონალი ამოწმებს, სისტემა იმახოსვრებს — თქვენ აკონტროლებთ.

„ინსპექტირების“ გვერდი დაგეხმარებათ ავტომობილების რეგულარული შემოწმების პროცესის ავტომატიზაციასა და მონიტორინგში. დაივიწყეთ ფურცლები, ტელეფონზე გაგზავნილი სურათები და ხელით გაკეთებული შენიშვნები — აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია.
შესაძლებელია შემოწმების შედეგების დახარისხება — დაზოგავთ ხარჯებს და მოახდენთ მოვლის პროცესის ეფექტიან მართვას.

რა და როგორ?
  • დაუყონებლივი: კრიტიკული პრობლემები, რომლებიც საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას (მაგ. ABS გაუმართაობა)
  • საჩქარო: მალე შესაკეთებელი ელემენტები (მაგ. ხუნდების ცვეთა)
  • არ არის საჩქარო: ნაკლებად კრიტიკული საკითხები (მაგ. გაბარიტის ნათურა)
როგორ მუშაობს?
  • ხელოსანი ასრულებს ინსპექტირებას და აფასებს მდგომარეობას
  • სისტემა ინახავს შედეგებს, ადარებს წარსულ ჩანაწერებს და გაწვდით შეხსენებებს
  • პრობლემები კლასიფიცირდება პრიორიტეტის მიხედვით
  • შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დააკავშიროთ შედეგები საწყობთან და სალაროსთან
რას იღებ?
  • ჩაწერეთ და გააკონტროლეთ შეკეთების ხარჯები
  • გამოიყენეთ არსებული საწყობის მარაგი კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად
  • დაადასტურეთ სამუშაოს შესრულება და ნახეთ ისტორია ავტომობილის მიხედვით
  • მიიღეთ შეხსენებები დაგეგმილი შემოწმებებისთვის
რატომ გამოიყენოთ „ინსპექტირება“?
  • აღარ მოგიწევთ ჩანაწერების ცალკე შენახვა Excel-ში ან ბლოკნოტში
  • შეგიძლიათ ზუსტად დააკავშიროთ პრობლემები ხარჯებთან და ნაწილების გამოყენებასთან
  • მიიღებთ სრული სურათს თითოეული ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ
  • დაზოგავთ დროს, რესურსებს და თავიდან აიცილებთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს

საპატრულო ჯარიმები — ავტომატური კონტროლი, ნაკლები საურავი

ჯარიმები წესრიგში — უპრობლემოდ და დროულად!

„საპატრულო ჯარიმები“ არის ფუნქციონალი, რომელიც მთლიანად ავტომატიზირებს ჯარიმების მონიტორინგს და მართვას. დაივიწყეთ ხელით ძებნა სხვადასხვა პლატფორმაზე და გადაცილებული გადახდები — ჩვენ ყველაფერი ერთ სივრცეში მოგაწვდით

რა შესაძლებლობებს გაძლევთ?
  • ავტომატური აღრიცხვა: სისტემა აგროვებს და ინახავს ყველა ახალ ჯარიმას
  • დეტალური ინფორმაცია: მანქანა, მძღოლი, დარღვევა, თანხა, თარიღი
  • სტატუსის კონტროლი: გადახდილია / გადაუხდელია / გადაცილებულია
  • შეხსენებები: შეტყობინებები გადახდის ვადამდე, რომ თავიდან აიცილოთ საურავები
როგორ მუშაობს?
  • ჯარიმები ავტომატურად იტვირთება სისტემაში
  • თქვენ იღებთ შეტყობინებას, როცა ვადა ახლოვდება
  • შეგიძლიათ ნახოთ დეტალები და დააკავშიროთ მძღოლთან
  • ჩაწერეთ გადახდები ან გადააგზავნეთ ხარჯებში
  • აკონტროლეთ ჯარიმები ავტომობილის მიხედვით — ყოველგვარი ექსელის გარეშე
რას იღებთ?
  • სრულ კონტროლს ყველა ჯარიმაზე ერთ სივრცეში
  • დროის დაზოგვას და საურავების თავიდან არიდებას
  • მძღოლის იდენტიფიცირებას დარღვევის მომენტში
  • გამარტივებულ ფინანსურ აღრიცხვას და მოწმობას
რატომ გამოიყენოთ?
  • აღარ მოგიწევთ ცალ-ცალკე პლატფორმებზე შესვლა, მონაცემების გადატანა Excel-ში და დღიურად ვადების შემოწმება — სისტემა ყველაფერს ავტომატურად გაწვდით.
  • Fleet AI-ის ჯარიმების მოდული არის თქვენი ფასდაუდებელი დამხმარე საპატრულო ჯარიმების მართვაში — სწრაფად, გამარტივებულად და პასუხისმგებლიანად.

ჩათბოტი

ჩათბოტი — შენი ჭკვიანი თანაშემწე 24/7

Fleet AI-ის ჩათბოტი გაძლევს სრულ თავისუფლებას, აკონტროლო ავტოპარკი რეგულარული შესვლების გარეშე.
იგი ინტეგრირდება თქვენს Telegram-სა და Google Calendar-თან, აგზავნის შეტყობინებებს მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ და დაგეხმარებათ ყოველდღიური დავალებების მართვაში.

რა შეგახსენებს ჩათბოტი?
  • ტექდათვალიერების მოახლოებული ვადა
  • დაზღვევის განახლება
  • ავტომობილის გაუმართაობა
  • მარაგის შემცირება
  • ახალი ან გადაუხდელი საპატრულო ჯარიმა
  • ნებისმიერი დავალება, რაც თქვენ შექმენით
როგორ მუშაობს?
  • ქმნით დავალებებს პირდაპირ პლატფორმაზე
  • ჩათბოტი ამ დავალებებს Google Calendar-ში ათავსებს
  • Telegram-ზე იღებთ მყისიერ შეტყობინებებს
  • შეგიძლიათ დააკავშიროთ ბოტი როგორც პირად ჩატთან, ისე ჯგუფებთან
რას იღებ?
  • ავტომატური შეხსენებები: აღარ დაგავიწყდება არაფერი
  • დავალებების სია: მართე სამუშაოები ერთ სივრცეში
  • სისტემის ინტეგრაცია: ყველა მონაცემი ცალკე აპლიკაციების გარეშე
რატომ გამოიყენო?
  • აღარ მოგიწევს ხუთი სხვადასხვა აპის გამოყენება.
  • აღარ დაგავიწყდება ტექდათვალიერება.
  • აღარ დაგაგვიანდება ჯარიმის გადახდა.
  • აღარ დაგაგვიანდება კონტრაქტის ვადები გადახდები ხარჰები და ა.შ

Fleet AI ჩათბოტი ჩაგინაცვლებს ყველა გამაფრთხილებელ აპს და გახდება შენი ყოველდღიური თანამებრძოლი ავტოპარკის მართვაში.

OBDII — ავტომობილის დისტანციური დიაგნოსტიკა

ავტომობილის ელექტრონული დიაგნოსტიკური მონაცემების მიღება რეალურ დროში

OBDII Assistant არის მომავალი თაობის ტელემატიკური მოწყობილობა, რომელიც შექმნილია სწრაფი ინსტალაციისა და ავტომობილების ფართო თავსებადობის უზრუნველსაყოფად. დისტანციურად, ავტომობილთან ფიზიკური ყოფნის გარეშე გაწვდის დეტალურ მონაცემებს ძრავიდან, საწვავიდან, გამონაბოლქვიდან და ბატარეიდან — იქნება ეს ბენზინის, დიზელის, ჰიბრიდი თუ ელექტრომობილი.

რა არის?
  • Plug & Play OBDII Assistant მოწყობილობა, რომელიც თავსებადია 99% ავტომობილებთან და მონაცემებს პირდაპირ აგზავნის Fleet AI სისტემაში. მოყვება eSIM ბარათი, რომელიც მუშაობს 188 ქვეყანაში.
როგორ მუშაობს?
  • შეაერთე მოწყობილობა OBD პორტში.
  • დაუყოვნებლივ კითხულობს მონაცემებს და აგზავნის Fleet AI სისტემაში
რას კითხულობს მოწყობილობა?
  • ძრავის მდგომარეობა: ტემპერატურა, დატვირთვა.
  • საწვავი: წნევა, დონე, ხარჯი (ლ/სთ), მოხმარების ცვლილება.
  • გამონაბოლქვი და ჰაერის კონტროლი: MAF, EGR
  • დიაგნოსტიკა (DTC): Check Engine-ის კოდები, დრო/მანძილი
  • ჰიბრიდები: ბატარეის რესურსი, დატენვის დონე, ენერგიის გამოყენება
  • დამატებით: სრული გარბენის ისტორია, VIN კოდი

OBDII Assistant გაძლევს 55+ ტიპის მონაცემს დისტანციურად — ავტომობილითან ფიზიკური ყოფნის გარეშე. შენ მართავ ავტოპარკს ჭკვიანურად, ზუსტი მონაცემებზე დაყრდნობით

მოგიგვარებს:
  • მძღოლის და ავტომობლის ზედმეტ ვიზიტებს სერვისში
  • გაურკვეველ მიზეზებზე დროის დაკარგვას
  • დაგაგვიანებულ რეაგირებას სერიოზულ პრობლემებზე

R16 GPS Tracker

იხილე შენი ავტოპარკი რუკაზე — რეალურ დროში, ნებისმიერი წერტილიდან!

R16 არის თანამედროვე 2G GPS ტრეკერი, შექმნილი სპეციალურად მსუბუქი ავტომობილებისთვის, მოტოციკლებისა და მცირე ავტოპარკებისთვის.

იდეალურია:
  • ინდივიდუალური მძღოლებისთვის — თვალი ადევნე საკუთარ ავტომობილს
  • მცირე ბიზნესისთვის — მართე რამდენიმე მანქანა ეფექტურად
  • კორპორატიული მომხმარებლებისთვის — გაუმჯობესებული კონტროლი და ოპერაციული ხარჯების შემცირება
როგორ მუშაობს?
  • უკავშირდება სატელიტს Beidou + GPS სისტემით
  • იყენებს 2G ქსელს მონაცემების მყისიერი გადასაცემად
  • თითოეულ მოწყობილობას აქვს უნიკალური IMEI კოდი ავტოსპეციფიური იდენტიფიკაციისთვის
  • მონაცემები ავტომატურად აიტვირთება Fleet AI ვებსა და მობილურ აპლიკაციაში
რას იღებ?
  • ზუსტი ადგილმდებარეობა რეალურ დროში
  • ავტომატური ამოცნობა მანქანის მიხედვით
  • განგაშის შეტყობინებები, როცა რაიმე მნიშვნელოვანი იცვლება (მაგ., მანქანის მოულოდნელი გადაადგილება)
რატომ ჩვენი GPS ტრეკერი?
  • ყველა მონაცემი მათ შორის GPS მონაცემები ერთ პლათფორმაზე
  • ხელით მონაცემებეის შეყვანა არ არის საჭირო ყველაფერი ავტომატიზირებულია
  • სხვა ხელსაწყოებთან ერთად დაინახავ შენს ავტოპარკზე ყველა მონაცემს

ხშირად დასმული კითხვები

გაეცანით პასუხებს ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე ჩვენი პლატფორმის შესახებ

Fleet AI არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ეხმარება ავტოპარკების ეფექტურ მართვას. სისტემა უზრუნველყოფს სრულ კონტროლს ავტომობილებზე, მძღოლებზე, ფინანსებზე, ტექნიკურ მდგომარეობაზე, მარაგებსა და ჯარიმებზე — ყველაფერი ერთ სივრცეში: მარტივად, სწრაფად და ეფექტურად.
რეგისტრაცია ძალიან მარტივია! გადადით ჩვენს ვებსაიტზე, მიჰყევით რეგისტრაციის ინსტრუქციას და შეიყვანეთ თქვენი ავტოპარკის ინფორმაცია. რეგისტრაცია უფასოა და მოიცავს 7-დღიან სატესტო პერიოდს.
ავტორიზაციის შემდეგ შეგიძლიათ მარტივად დაამატოთ ავტომობილი ნომრის, VIN კოდის ან ტექნიკური მონაცემების მითითებით. სისტემა ავტომატურად შექმნის ავტომობილის პროფილს.
პლატფორმა არ ზღუდავს დამატებული ავტომობილების რაოდენობას. ფასი განისაზღვრება თითო ავტომობილზე, ამიტომ შეგიძლიათ აირჩიოთ პაკეტი, რომელიც შეესაბამება თქვენს ავტოპარკის ზომას.
Fleet AI იყენებს ალგორითმებს, რომლებიც ეფუძნება ბოლო სერვისს, გარბენსა და დეტალების ტიპურ სიცოცხლის ციკლს. ასევე შეგიძლიათ ხელით მიუთითოთ მოსალოდნელი ცვლის დრო.
ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხარდაჭერის გუნდს ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით. მალე დავამატებთ Live Chat ფუნქციასაც, რათა პრობლემები კიდევ უფრო სწრაფად მოგვარდეს.
დიახ. ვიყენებთ თანამედროვე დაშიფვრის სისტემებს და ვთავაზობთ უსაფრთხო სერვერებს თქვენი მონაცემების დასაცავად. თქვენი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია.